"საქართველოსთან მოგება ადვილი არასდროს ყოფილა" | ლუის ენრიკეს კომენტარი » სპორტის ხაზი

"საქართველოსთან მოგება ადვილი არასდროს ყოფილა" | ლუის ენრიკეს კომენტარი

"საქართველოსთან მოგება ადვილი არასდროს ყოფილა" | ლუის ენრიკეს კომენტარი
10-10-2022, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეტოქეები და მათ შორის, საქართველოსთან დაპირისპირება შეაფასა:

"როცა შესაბამისი დრო მოვა, ყველა მეტოქე თავიდან ბოლომდე უნდა შევისწავლოთ, რადგან ფეხბურთში სიურპრიზები ყოველთვის ხდება. ნორვეგიას მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეული ვარსკვლავი ერლინგ ჰოლანდის სახით ჰყავს, საქართველოსთან დაპირისპირება კი იოლი არასდროს ყოფილა, არც წინა შესარჩევ ციკლში. გარდა ამისა, შოტლანდიასაც რეალური პროგრესი აქვს და შეიძლება ითქვას, რომ კვიპროსიც კარგი გუნდია", - ლუის ენრიკე.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩები 2023 წლის მარტში დაიწყება, საქართველო კი პირველ შეხვედრას ნორვეგიის წინააღმდეგ საქართველოში გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი