"ახალ მწვრთნელს სურს, რომ ნაპოლის მთავარი ლიდერი კვარაცხელია გახდეს" - IL MATTINO » სპორტის ხაზი

"ახალ მწვრთნელს სურს, რომ ნაპოლის მთავარი ლიდერი კვარაცხელია გახდეს" - IL MATTINO

"ახალ მწვრთნელს სურს, რომ ნაპოლის მთავარი ლიდერი კვარაცხელია გახდეს" - IL MATTINO
4-07-2023, 17:12
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ნაპოლიდან ლუჩანო სპალეტი წავიდა და მის ნაცვლად მთავარი მწვრთნელის პოსტზე რუდი გარსია დაინიშნა.

იტალიური IL MATTINO-ს ინფორმაციის მიხედვით, გარსიასთვის მომავალ სეზონში ნაპოლის უპირობო ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია უნდა გახდეს:

"ხვიჩა კვარაცხელიამ წინა სეზონში ნაპოლისთვის ძალიან ბევრი გააკეთა, თუმცა რუდი გარსია მომავალ სეზონში მისგან კიდევ უფრო მეტს ელოდება. წესით, მომავალში ხვიჩამ მარადონაზე გაბრწყინება უნდა განაგრძოს, რაშიც მთავარი მწვრთნელი დაეხმარება. რუდის საყვარელი ფეხბურთელი ყოველთვის ტექნიკური იყო, ახლა კი ნაპოლიში ასეთი ქართველი ვინგერია, რომელიც გარსიასთან ერთად ნაპოლის უმთავრესი და ფუნდამენტური მნიშვნელობის ფეხბურთელი უნდა გახდეს." - დაწერა იტალიურმა ვებგვერდმა

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში კვარაცხელიამ ნაპოლის მაისურით ყველა ტურნირზე 14 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. რაც შეეხება ინდივიდუალურ ჯილდოებს, კვარა როგორც სერია A-ს, ისე ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი