"ერთი სული მაქვს ნაპოლისთან ერთად ახალი სეზონი დავიწყო" - ოსიმენი კლუბში დარჩენას ადასტურებს » სპორტის ხაზი

"ერთი სული მაქვს ნაპოლისთან ერთად ახალი სეზონი დავიწყო" - ოსიმენი კლუბში დარჩენას ადასტურებს

"ერთი სული მაქვს ნაპოლისთან ერთად ახალი სეზონი დავიწყო" - ოსიმენი კლუბში დარჩენას ადასტურებს
3-07-2023, 16:56
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში ვიქტორ ოსიმენს საკმაოდ აქტიურად უკავშირებდნენ როგორც მანჩესტერ იუნაიტედს, ისე მიუნხენის ბაიერნს. როგორც აღმოჩნდა, ნიგერიელი ფეხბურთელი არსად წასვლას არ აპირებს.

ამის შესახებ ოსიმენმა მშობლიურ Soccernet-თან ისაუბრა და ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ ნაპოლისთან ერთად ახალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ელის:

"უპირველეს ყოვლისა, ძალიან ამაყი ვარ სკუდეტოს მოგებით. ჩემთვის იტალიის ჩემპიონობა უდიდესი მნიშვნელობისაა. ამ ეტაპზე სწორედ ტიტულების მოგებაზე ვარ ორიენტირებული, რადგან სერია A-ს მოგებით კარიერაში პირველი ტიტული მოვიპოვე."

"ნეაპოლზე უკეთესი ადგილი ფეხბურთის სათამაშოდ არსად მეგულება. შესაბამისად, ერთი სული მაქვს, რომ მათთან ერთად ახალი სეზონი დავიწყო. ამ ქალაქისთვის სკუდეტოს მოგება დიდებული გრძნობაა. ეს არის ისტორია, რომელსაც ჩემს შვილიშვილებსა და მათ შვილებს ყოველთვის მოვუყვები. მოვა დრო, როცა ისინი მიხვდებიან, რომ მათმა ბაბუამ რაღაც განსაკუთრებული გააკეთა."
- თქვა ოსიმენმა

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ნიგერიელმა სტრაიკერმა იტალიის ჩემპიონატში 26 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი