ნაპოლის პრეზიდენტი ოსიმენს 150 მილიონს აფასებს, თუმცა.." - Sky-ის ჟურნალისტის ექსკლუზივი » სპორტის ხაზი

ნაპოლის პრეზიდენტი ოსიმენს 150 მილიონს აფასებს, თუმცა.." - Sky-ის ჟურნალისტის ექსკლუზივი

ნაპოლის პრეზიდენტი ოსიმენს 150 მილიონს აფასებს, თუმცა.." - Sky-ის ჟურნალისტის ექსკლუზივი
3-07-2023, 11:21
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის ნიგერიელი თავდამსხმელისა და წინა სეზონის ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის, ვიქტორ ოსიმენის სატრანსფერო საგა გრძელდება. რამდენიმე საათის წინ, SpazioNapoli-მ სტატია აურელიო დე ლაურენტისის ფარული გეგმების შესახებ გამოაქვეყნა.

როგორც იცით, ნაპოლის პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს, რომ კლუბი ოსიმენის გაყიდვას 100 მილიონად არ აპირებს, მეტიც, ვიქტორი კლუბში უნდა დარჩეს და მომდევნო სეზონშიც სერია A-ში ითამაშოს. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც დე ლაურენტისი მის გაყიდვაზე დაფიქრდება, ეს 150 მილიონიანი წინადადება იქნება.

ამის შესახებ ექსკლუზივი გაავრცელა Sky Sports-ის ჟურნალისტმა, კერძოდ მასიმო მარიანელამ, რომელმაც დაწერა, რომ დე ლაურენტისისთვის ოსიმენის გაყიდვის შესაძლებლობა გაცილებით დაბალი ფასიდან იწყება, ვიდრე ეს 150 მილიონია:

"ნაპოლი წლების განმავლობაში საკმაოდ მარტივად ანაცვლებდა ვარსკვლავურ შემტევებს, რომლებიც კლუბს ტოვებდნენ. როგორც ახლა გავიგე, აურელიო დე ლაურენტისი ვიქტორ ოსიმენს 150 მილიონად აფასებს და ამბობენ, რომ ეს ვიქტორის საწყისი ფასი უნდა იყოს."

"რას გააკეთებ მაშინ, თუ 110 მილიონს შემოგთავაზებენ? დე ლაურენტისი შეეცდება, რომ ოსიმენში 150 მილიონი აიღოს, თუმცა საბოლოოდ ხელში 40 მილიონით ნაკლები შერჩება."
- დაწერა მარიანელამ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი