ჯერ დაკარგული არაფერია - რა შემთხვევაში მოვიპოვებთ ოლიმპიადაზე თამაშის შანსს? » სპორტის ხაზი

ჯერ დაკარგული არაფერია - რა შემთხვევაში მოვიპოვებთ ოლიმპიადაზე თამაშის შანსს?

ჯერ დაკარგული არაფერია - რა შემთხვევაში მოვიპოვებთ ოლიმპიადაზე თამაშის შანსს?
2-07-2023, 19:07
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა.

მეოთხედფინალში, ჩვენი გუნდი ისრაელის ნაკრებთან 11-მეტრიანების სერიაში დამარცხდა. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა. პენალტების სერიაში კი, მეტოქემ 4:3 იმარჯვა.

სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე რამაზ სვანაძის გუნდმა ოთხი მატჩი გამართა. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ჩვენმა გუნდმა პორტუგალია დაამარცხა, რის შემდეგაც, ბელგიასთან და ნიდერლანდებთან მატჩები ფრედ დაასრულა. მიუხედავად მეოთხედფინალურ განცდილი მარცხისა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.

ზაფხულის ოლიმპიადის ევროპის ზონის პლეი-ოფში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები იმ შემთხვევაში ითამაშებს თუ მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში ინგლისის და საფრანგეთის ახალგაზრდული გუნდები მოხვდებიან. ამ პროცესის შესახებ, სხვა დამატებითი სახის ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

nakrebi.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.