შანსი ისევ არსებობს - ვინ იქნება ჩვენი ბოლო მეტოქე ოლიმპიადამდე? » სპორტის ხაზი

შანსი ისევ არსებობს - ვინ იქნება ჩვენი ბოლო მეტოქე ოლიმპიადამდე?

შანსი ისევ არსებობს - ვინ იქნება ჩვენი ბოლო მეტოქე ოლიმპიადამდე?
2-07-2023, 13:29
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გუშინ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატიდან 1/4 ფინალში ისრაელის წინააღმდეგ პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ გამოვარდა.

მიუხედავად ტურნირის ნაადრევად დატოვებისა, რამაზ სვანაძე და მისი ბიჭები ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსს მაინც ინარჩუნებენ.

ზაფხულის ოლიმპიადის ევროპის ზონის პლეი ოფში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები იმ შემთხვევაში ითამაშებს თუ მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში ინგლისის და საფრანგეთის ახალგაზრდული გუნდები მოხვდებიან.

შესაბამისად, თუ ყველაფერი ასე მოხდება, მაშინ ჩვენი უკანასკნელი მეტოქე უკრაინის 21-წლამდე გუნდი იქნება და მათი დამარცხების შემთხვევაში საქართველო ოლიმპიადაზე გაემგზავრება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.