"მსგავს კონტაქტზე პენალტი არ ინიშნება" - "კრემონეზეს" მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"მსგავს კონტაქტზე პენალტი არ ინიშნება" - "კრემონეზეს" მწვრთნელი

"მსგავს კონტაქტზე პენალტი არ ინიშნება" - "კრემონეზეს" მწვრთნელი
10-10-2022, 16:28
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ლუჩანო სპალეტის "ნაპოლიმ" გასვლით მატჩში "კრემონეზე" 1:4 დაამარცხა, რის გამოც ნეაპოლელები კვლავ ცხრილის სათავეში მოექცნენ.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის შემდეგ "კრემონეზეს" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალვინიმ ისაუბრა და თქვა:

"ნაპოლი დიდი და კარგი გუნდია. მსურს, რომ ლუჩანო სპალეტიმ ამ გუნდით ტიტული მოიგოს, რადგან ისინი ამას იმსახურებენ. მიუხედავად ამისა, მე, დღეს კარგი კრემონეზე ვნახე და ის პენალტი ნახევარპენალტს ჰგავდა, რომელიც არც უნდა დანიშნულიყო, რადგან მატჩის შემდეგ მსაჯებს ვესაუბრე და მათ მითხრეს, რომ მსგავს კონტაქტზე პენალტი არასდროს ინიშნება".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი