პირველი მედალი, კვარაცხელიას საგოლე გადაცემა... | ქართველებისთვის გამორჩეული შაბათ-კვირა » სპორტის ხაზი

პირველი მედალი, კვარაცხელიას საგოლე გადაცემა... | ქართველებისთვის გამორჩეული შაბათ-კვირა

პირველი მედალი, კვარაცხელიას საგოლე გადაცემა...  |  ქართველებისთვის გამორჩეული შაბათ-კვირა
10-10-2022, 15:54
Aa Aa
გაზიარება:

გასული შაბათ-კვირა დასამახოსვრებელი იყო ქართული სპორტისთვის და ქართველი გულშემატკივრებისთვის. არაერთი სპორტული წარმატება, გოლები, ტიტულები, საგოლე გადაცემები - ეს იმ მცირეთა ჩამონათვალია, რაც ამ "ვიქენდზე" ქართველმა გულშემატკივარმა იხილა. ჩვენ კი არ გვქონდა უფლება არ გამომგვეყო ეს მნიშვნელოვანი დღეები და დეტალურად არ გაგვეცნო თქვენთის ჩვენი ბიჭების წარმატება.

ძიუდო - უზბეკეთის, დედაქალაქ ტაშკენტში 6 -13 ოქტომბრის ჩათვლით ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო, სადაც რა თქმა უნდა საქართველოს ნაკრებიც იღებს მონაწილეობას, უძლიერესი შემადგენლობით: (-60კგ - ლუხუმ ჩხვიმიანი) ; (-66კგ - ვაჟა მარგველაშვილი) ; (-73კგ - ლაშა შავდათუაშვილი) ; (-81კგ - ტატო გრიგალაშვილი) ; (-90კგ - ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური) ; (-100კგ - ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი) ; (+100კგ - გურამ თუშიშვილი) ; (-57კგ - ეთერ ლიპარტელიანი) ; (+78კგ - სოფიო სომხიშვილი).

გახსნით დღეს საქართველოს ღირსებას მსოფლიო ასპარეზზე, ქართველი ფალავანი, ლუხუმ ჩხვიმიანი იცავდა. ჩხვიმიანი პირველ რაუნდში ისვენებდა და გათამაშებას მეორე ეტაპიდან შეუერთდა. ბევრი ელოდა გამოცდილი ძიუდოისტისგან მინიმუმ ბრინჯაოს მედალს, თუმცა ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა და ლუხუმი მსოფლიო ჩემპიონატს მეორე რაუნდიდან გამოეთიშა.

პირველი მედალი, კვარაცხელიას საგოლე გადაცემა...  |  ქართველებისთვის გამორჩეული შაბათ-კვირა


მეორე საასპარეზო დღეს, მედლისთვის ბრძოლაში საქართველოს "წარმდგენი" ვაჯა მარგველაშვილი გახლდათ. 29 წლის სპორტსმენმა ძალიან მარტივად მაროკოელ ძიუდოისტს მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მომდევნო გათამაშებაში ქართველმა დამაჯერებლად ვერ იჭიდავა. აშკარა იყო მეტოქის უპარატესობა, რაც საბოლოოდ შედეგზეც აისახა. ქართველი ფალავანი მთლიანად ბრინჯაოს მედალზე გადაერთო. ფინალურ ბლოკში მისი მეტოქე მოლდოველი ძიუდოისტი გახლდათ, რომელმაც ბოლო წამებზე მოახერხა გამარჯვება. ბევრისთის მოულოდნელად მარგველაშვილმა მედალი ვერ მოიპოვა და სამშობლოში უმედლოდ დაბრუნდა.



ქართველი გულშემატკივების აზრით საქართველოს ძიუდოსტთა ნაკრები წარმატების მიღწევას დიდ წონაში მოახერხა, თუმცა მანამდე, გათამაშების მესამე დღეს საქმეში გამოცდილი ძიუდოისტები : ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი ჩაერთვნენ. ორივე სპორტსმენმა პირველ წრეში დაისვენა. მეორე ეტაპზე ლაშას მეტოქე შვეიცარიელი, ნილ სტუმპი გახლდათ. შეხვედრის განმავლობაში ქართველი ფალავანი აქტიურად უტევდა, თუმცა მეტოქე თავს მშვენივრად იცავდა. საბოლოოდ დამატებით დროში სტუმპმა მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და ავტომატურად შეხვედრის გამარჯვებულად ქართველი ძიუდოისტი დაასახელეს. ლაშას მსგავსად ეთერიც, ჩემპიონატს მეორე წრიდან ჩაერთო. 23 წლის ძიუდოისტის მეტოქე სერბი, ფერისიჩ მარიკა გახლდათ. ეთერი მთელი შეხვედრის განმავლობაში დამაჯერებელი იყო. ძირითადი დროის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე ქართველმა იდეალური გდება შემოგვთავაზა და იპონით მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლა მოახერხა.

1/8 ფინალურ სტადიაზე შავდათუაშვილის მეტოქე იტალიელი ძიუდოისტი იყო. ლაშამ ეს ბარიერიც გართულებების გარეშე დაძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ლაშას მსგავსად, დამაჯერებელი იყო, ეთერ ლიპარტელიანი, რომელმაც ვერონიკა ტონიოლი იპონით დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

მეოთხედფინალში შავდათუაშვილიტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს - იაპონელ, ჰაშიმოტო დაუპირისპირდა, სადაც დასანანი მარცხი განიცადა. სამწუხაროდ, ლაშას მსგავსად ეთერ ლიპარტელიანიც დამარცხადა და ბევრისთვის გასაკვირად ორივე ძიუდოისტი უმედლოდ დარჩა.

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე საასპარეზო დღეს პირველი მედლისთვის, საქართველოს სახელით ტატო გრიგალაშვილი ჭიდაობდა. ტატო ყველა შეხვედრის განმავლობაში დამაჯერებელი იყო. ტოტალურ უპირატესობას ფლობდა ყველა მეტოქესთან და თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ ძალიან მარტივად ფინალშიც კი გავიდა. ფინალურ სტადიაზე მისი მეტოქე ბელგიელი ძიუდოისტი, კასე გახლდათ. ტატო ამ შეხვედრაშიც უდიდეს უპირატესობას ფლობდა, თუმცა მეტოქე თავს კარგად იცავდა. თუმცა, ორი ყვითელით და დამატებით დროში ბრწყინვალე იპონით ქართველმა ფალავანმა გამარჯვება იგემა და საქართველოს პირველი მედალი მოუპოვა.



ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა - 9 ოქტომბერს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც ყველაფერთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები გაირკვა.

"ჯვაროსნები" A ჯგუფში მოხვდნენ - ესპანეთი, შოტლანდია, ნორვეგია, საქართველო, კვიპროსი



შეგახსენებთ იმასაც, რომ შესარჩევი მატჩები სტარტს მომავალი წლის 23 მარტს აიღებს. "ჯვაროსნების" პირველი მეტოქე კი ნორვეგია იქნება, რომელსაც ეროვნული ნაკრები დინამო არენაზე 28 მარტს მიიღებს.

საქართველო რაგბის U18 ნაკრები ევროპის ჩემპიონია! - ამ უქმეებზე ასევე გაიმართა რაგბის U18 - ის ევროპის ჩემპიონატის ფინალი, სადაც უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" პორტუგალიის ეროვნული ნაკრები ანგარიშით, 34-10 დაამარცხეს და ეს ტიტული მორიგ ჯერზე შეინარჩუნეს.



[b]წიტაიშვილის გამარჯვების გოლი
- გუშინ, ქართველი ფეხბურთელის, გიორგი წიტაიშვილის "ლეხი" "რადომიაკ რადომს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 1-0 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვების გოლი მე-12 წუთზე სწორედ წიტაიშვილმა გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი ქულები მოუპოვა.



ქართული დაპირისპირება ( "ბორდო" - "მეცსი" ) - საფრანგეთის მეორე დივიზიონის შეხვედრა ზურიკო დავითაშვილის "ბორდოსა" და გიორგი მიქაუტაძის "მეცს" შორის შედგა, რომელიც მასპინძლებმა 2:0 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ორივე ქართველმა მატჩი სასტარტო თერთმეტეულიდან დაიწყო. ზურიკო დავითაშვილმა მინდორზე 70 წუთი გაატარა, რის შემდეგაც მწვრთნელმა მისი დასვენების გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო მიქაუტაძემ მატჩი შეუცვლელად ჩაამთავრა. რაც შეეხება შეფასებებს, დავითაშვილს 6.8 დაუწერეს, ხოლო გიორგის 6.1.



ქართული დაპირისპირება ( "ნაპოლი" და "კრემონეზე") - გუშინ, მორიგი ქართული დაპირისპირება ვიხილეთ, ხვიჩა კვარაცხელიასა და ლუკა ლოჩოშვილს შორის. მატჩის განმავლობაში ნეაპოლელები დომინირებნენ, რაც საბოლოო ანგარიშზეც აისახა (1-4). აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთი პროდუქტიული შეხვედრა შემოგვთავაზა და გუნდს მორიგი თერთმეტმეტრიანი მოუპოვა, შემდეგ კი საგოლე გადაცემაც მიწერა. ცოტა რამ შეიძლება ვთქვათ ლუკა ლოჩოშვილზე, რომელსაც ნამდვილად არ გამოუვიდა კარგი შეხვედრა.

კვარაცხელიამ ამ შეხვედრის შემდეგ, შეფასების სახით 7.6 ქულა მიიღო. რაც შეეხება ლუკას, ის SofaScore-მა 5.8 ქულით შეაფასა.



ლევან შენგელიას გოლი - გუშინ, საბერძნეთის "სუპერ ლიგაში" ლევან შენგელიას "პანეთოლიკოსი" "ვოლოსს" დაუხვდა და 2:3 დამარცხდა. მიუხედავად მასპინძელთა მარცხისა, მათ თამაშში გამორჩეული ის იყო, რომ ქართველმა შემტევმა, ლევან შენგელიამ თავი ლამაზი გოლის გატანით გამოიჩინა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი