საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულ თამაშს ეხმაურება ეროვნული გუნდის ყოფილი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი:
"საქართველოს 21-წლამდე გუნდი 1/4 ფინალში იმიტომ გავიდა, რომ შესანიშნავი ხარისხის ფეხბურთელები ჰყავს. ზოგადად, ბოლო წლებში საქართველო ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ბრწყინვალედ ირჯება, გაკეთდა ბევრი სტადიონი და ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა."
"ახლა ახალგაზრდული ნაკრებში ის მოთამაშეები არიან, რომლებსაც ეროვნულ გუნდშიც უთამაშიათ. მათ რომ ხვიჩა კვარაცხელიაც ჰყავდეთ, კიდევ უფრო ძლიერები იქნებოდნენ."
"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო ფინალში გასვლასა ან ტურნირის მოგებას მოახერხებს." - თქვა სლოვაკმა სპეციალისტმა