"ხვიჩას ლოზანოზე პასი დაუფასდება" - რა თქვა სპალეტიმ მატჩის შემდეგ? » სპორტის ხაზი

"ხვიჩას ლოზანოზე პასი დაუფასდება" - რა თქვა სპალეტიმ მატჩის შემდეგ?

"ხვიჩას ლოზანოზე პასი დაუფასდება" - რა თქვა სპალეტიმ მატჩის შემდეგ?
9-10-2022, 23:21
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ დასრულდა შეხვედრა "კრემონეზესა" და "ნაპოლის" შორის, რომელიც სტუმრება 1:4 მოიგეს.

მიუხედავად ანგარიშის დამაჯერებლობისა, მისი სოლიდურ სახემდე მიყვანა ნეაპოლელებმა მატჩის მიწურულისკენ მოახერხეს, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიამ ჯერ ლოზანოს, შემდეგ კი დი ლორენცომ ოლივერას გაატანინა.

გთავაზობთ კომენტარს, რომელიც ლუჩანო სპალეტიმ მატჩის შემდეგ გააკეთა: "იოლი თამაში ნამდვილად არ იყო, რადგან მეტოქემ წონასწორობის აღდგენა შეძლო. ჩვენ მეორე გოლის გატანა გაგვიჭირდა, თუმცა მონდომებამ შედეგი გამოიღო და გოლის ეპიზოდში სიმეონემ ბრწყინვალედ იმოქმედა. მინდა კრემონეზე შევაქო, რომელიც რეიტინგში უკეთეს შედეგს იმსახურებს. ჩემი ფეხბურთელები თამაშით სიამოვნებას იღებენ და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ არასდროს ავიწყდებათ თუ რატომ აცვიათ ნაპოლის მაისური. მესამე გოლი ლოზანომ გაიტანა, თუმცა კვარაცხელიას როლი შეუფასებელია, მას აუცილებლად დაუფასდება".

შეგახსენებთ, რომ საგოლე პასის გარდა, ხვიჩა კვარაცხელიამ თავი მოპოვებული პენალტითაც გამოიჩინა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი