რუდი გარსიას დაკვეთა - ნაპოლის ახალ მწვრთნელს კლუბში მისთვის ნაცნობი კადრის მიყვანა სურს » სპორტის ხაზი

რუდი გარსიას დაკვეთა - ნაპოლის ახალ მწვრთნელს კლუბში მისთვის ნაცნობი კადრის მიყვანა სურს

რუდი გარსიას დაკვეთა - ნაპოლის ახალ მწვრთნელს კლუბში მისთვის ნაცნობი კადრის მიყვანა სურს
27-06-2023, 14:35
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის მთავარ მწვრთნელად რუდი გარსია დაინიშნა, თუმცა აურელიო დე ლაურენტისს ახალი მწვრთნელისთვის ჯერ არცერთი ახალი ფეხბურთელი არ შეუძენია.

ჟურნალისტი ფლორიან ფლეტენბერგი წერს, რომ გარსიასთვის სასურველი კადრი ბერლინის ჰერტას 26 წლის ნახევარმცველი ლუკას ტუსარია, რომელმაც ამ სეზონში ბუნდესლიგაში 33 მატჩი ითამაშა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ რუდი გარსია და ლუკას ტუსარი ერთმანეთს საკმაოდ კარგად იცნობენ, რადგან მათ წლების წინ ლიონში აქვთ ერთად ნამუშევარი. შესაბამისად, ფლეტენბერგი ვარაუდობს, რომ ტუსარისადმი გარსიას ნდობა დე ლაურენტისს ფრანგი მოთამაშის ყიდვას გადააწყვეტინებს.

ცნობისთვის, ლუკას ტუსარის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ზე 9 მილიონი ევროა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი