მადა გაეხსნათ - არაბებს ხვიჩა კვარაცხელიას წაყვანაც მოუნდათ » სპორტის ხაზი

მადა გაეხსნათ - არაბებს ხვიჩა კვარაცხელიას წაყვანაც მოუნდათ

მადა გაეხსნათ - არაბებს ხვიჩა კვარაცხელიას წაყვანაც მოუნდათ
27-06-2023, 10:45
Aa Aa
გაზიარება:

ევროპულ ფეხბურთში ბოლო პერიოდში ნამდვილი არაბული ბუმია, მათ უკვე არაერთი ცნობილი ფეხბურთელი წაიყვანეს თავიანთ ლიგაში სათამაშოდ.

მადა ჭამაში მოდისო გვითქვამს ქართველებს და არაბებს ახლა ხვიჩა კვარაცხელიაც მოუნდათ, ოღონდ ამ შემთხვევაში საუბარია ნიუკასლის მფლობელ არაბებზე, რომელთა ფონდის ჯამური კაპიტალი 430 მილიარდი დოლარია.

როგორც დაიწერა, ნიუკასლის მესვეურები კვარაცხელიაში 100 მილიონის გადახდას (ან უფრო მეტის) არ უფრთხიან და მზად არიან, რომ ნაპოლის ქართველი ტალანტი ჯიბიდან ამოაცალონ.

ითქვა ისიც, რომ ხვიჩას ნიუკასლში გადასვლის შემთხვევაში 4-ჯერ უფრო დიდი ხელფასი ექნება (12 მილიონი), ვიდრე ნაპოლიში აქვს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი