"რომელ ერთს ავარჩევ საქართველოსა და ესპანეთს შორის?" - ილია თოფურიას პასუხი » სპორტის ხაზი

"რომელ ერთს ავარჩევ საქართველოსა და ესპანეთს შორის?" - ილია თოფურიას პასუხი

"რომელ ერთს ავარჩევ საქართველოსა და ესპანეთს შორის?" - ილია თოფურიას პასუხი
27-06-2023, 10:02
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია MMA Fighington SBN-ს სტუმრობდა, სადაც მას ჰკითხეს თუ რომელი ქვეყნიდან მიიღო ყველაზე მეტი დადებითი გამოხმაურება, საქართველოდან თუ ესპანეთიდან:

"ორივე ქვეყნიდან დიდი სიყვარული ვიგრძენი და გამორჩევას ნუ მთხოვთ, ეს იმას ჰგავს თითქოს 2 შვილი გყავდეს და მხოლოდ ერთის გამორჩევას გთხოვდნენ. ყოველთვის მთხოვენ, რომ ესპანეთსა და საქართველოს შორის ერთი ავარჩიო, მე კი ორივე ძალიან მიყვარს და ერთს ვერ გამოვარჩევ."

"საქართველოში MMA კარგად იციან და შესაბამისი წარმომადგენლებიც ჰყავთ, ისინი ესპანეთზე მაღლა დგანან, სადაც შერეული საბრძოლო ხელოვნება განვითარების საწყის ეტაპზეა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში ესპანეთშიც საკმაოდ ბევრმა დაიწყო ამ სპორტის ყურება და დარწმუნებული ვარ, რომ თუ ივენთი ესპანეთში ჩატარდება, ბილეთების სრულ რეალიზაციას ერთი დღეც არ დასჭირდება."

"ვფიქრობ, ივენთის მადრიდში ჩატარება კარგი უნდა გამოვიდეს, განსაკუთრებით სანტიაგო ბერნაბეუზე."
- თქვა ილია თოფურიამ

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მებრძოლმა რამდენიმე დღის წინ ჯოშ ემეტი 5 რაუნდში მსაჯების გადაწყვეტილების თანხლებით დაამარცხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.