"ხვიჩამ მომდევნო სეზონში ყველაფერი ახლიდან უნდა დაამტკიცოს" - კრისტიან ძაკარდო » სპორტის ხაზი

"ხვიჩამ მომდევნო სეზონში ყველაფერი ახლიდან უნდა დაამტკიცოს" - კრისტიან ძაკარდო

"ხვიჩამ მომდევნო სეზონში ყველაფერი ახლიდან უნდა დაამტკიცოს" - კრისტიან ძაკარდო
26-06-2023, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და მილანის ყოფილმა ფეხბურთელმა, კრისტიან ძაკარდომ Sportitalia-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

როგორც ძაკარდომ აღნიშნა, საფეხბურთო სამყაროს კვარაცხელიას ნიჭიერობაში ეჭვი არ ეპარება, თუმცა ახალი სეზონი ახალ გამოწვევებს მოიტანს, ქართველი ფეხბურთელი კი მათ ღირსეულად უნდა გაუმკლავდეს:

"მე ამ ბიჭს ვიცნობ, ის ნამდვილი პროფესიონალია და მუდმივად ცდილობს, რომ საკუთარი თავი განავითაროს. სწორედ ამიტომ გამიხარდა ასე ძალიან მისი საოცარი თამაში სერია A-ს გასულ სეზონში, მან საუკეთესო მოთამაშის ჯილდო დანამდვილებით დაიმსახურა."

"მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელია წინა სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, როგორც მას, ისე მთელ ნაპოლის ხელახლა მოუწევთ თავიანთი სიძლიერის დამტკიცება."
- თქვა ძაკარდომ

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი