ნაპოლიში სპორტული დირექტორიც შეიცვლება - რა მიანიშნებს ჯუნტოლის წასვლაზე? » სპორტის ხაზი

ნაპოლიში სპორტული დირექტორიც შეიცვლება - რა მიანიშნებს ჯუნტოლის წასვლაზე?

ნაპოლიში სპორტული დირექტორიც შეიცვლება - რა მიანიშნებს ჯუნტოლის წასვლაზე?
22-06-2023, 19:52
Aa Aa
გაზიარება:

2022/2023 წლების საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ, იტალიური მედია გამუდმებით წერდა და დღემდე წერს, რომ ნეაპოლური გუნდი სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის სხვა კანდიდატით ჩანაცვლებას აპირებს.

აღსანიშნავია, რომ თავად ჯუნტოლი ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მეტად ტურინის იუვენტუსთან დაახლოვდა და დიდი შანსია, რომ ახალი სეზონიდან კრისტიანო სწორედ მასიმილიანო ალეგრის გუნდში ვიხილოთ.

თავის მხრივ, ნაპოლის სპორტული დირექტორის კლუბიდან წასვლაზე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი მეტყველებს. საქმე ისაა, რომ ჯუნტოლის ახალი მწვრთნელის, რუდი გარსიას დანიშვნაში მონაწილეობა 1%-ითაც კი არ მიუღია, არადა მსგავსი პროცესები მის გარეშე არასდროს მიმდინარეობდა. გარდა ამისა, კრისტიანო ჯუნტოლი არც რუდი გარსიას ოფიციალურ პრეზენტაციას დასწრებია, შესაბამისად, მისი ნაპოლიდან წასვლა უკვე გარდაუვალი ჩანს.

ცნობისთვის, ნაპოლი კრისტიანო ჯუნტოლის ჩამნაცვლებლად უკვე რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, მათი ერთ-ერთი ფავორიტი კი ლაციოს სპორტული დირექტორი იგლი ტარეა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი