რას წერენ მეტოქე ნაკრებების ქომაგები საქართველოსთან დაპირისპირებაზე? » სპორტის ხაზი

რას წერენ მეტოქე ნაკრებების ქომაგები საქართველოსთან დაპირისპირებაზე?

რას წერენ მეტოქე ნაკრებების ქომაგები საქართველოსთან დაპირისპირებაზე?
9-10-2022, 18:15
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის წილისყრა, სადაც საქართველო A ჯგუფში ესპანეთთან, შოტლანდიასთან, ნორვეგიასთან და თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებთან ერთად მოხვდა.

გთავაზობთ მეტოქე ნაკრებების ქომაგების კომენტარებს საქართველოსთან დაპირისპირების შესახებ:

შოტლანდია:

"ნორვეგია მესამე, ხოლო საქართველო მეოთხე კალათიდან? - უფრო რთული ჯგუფი არც შეიძლებოდა".
"საქართველოსა და კვიპროსის წინააღმდეგ გასვლით შეხვედრებში ქულები უნდა ავიღოთ".
"საქართველო და კვიპროსი მარტივად დამარცხებადი გუნდები არ არიან, მაგრამ მათთან ქულები უნდა ავიღოთ".
"ჩვენ, შეგვიძლია როგორც ესპანეთთან ქულების აღება, ისე საქართველოსთან მათი დაკარგვა".

ესპანეთი:

"თვალები საქართველოსკენ".
"საქართველო ვერაფრით მოვიშორეთ".
"ჯგუფი იოლად მესახება და წესით, მარტივად გავალთ".

ნორვეგია:

"საქართველოს ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია".
"ესპანეთი და შოტლანდია, ასევე საქართველოც ჩვენი კონკურენტია".
"საქართველოს ერთი ბიჭი ჰყავს, ნაპოლიში თამაშობს და კვარადონას ეძახიან, ის ნამდვილი საოცრებაა".
"საქართველოს უფრო ვუფრთხი, ვიდრე შოტლანდიას, რადგან ქართველებს კვარადონა ჰყავთ".

კვიპროსი:

"სამივე ნაკრებს დავამარცხებთ, მაგრამ საქართველოსი მეშინია".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.