ზედიზედ მეორედ - მაქს ფერსტაპენი ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონია » სპორტის ხაზი

ზედიზედ მეორედ - მაქს ფერსტაპენი ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონია

ზედიზედ  მეორედ - მაქს ფერსტაპენი ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონია
9-10-2022, 15:48
Aa Aa
გაზიარება:

ნიდერლანდელმა მრბოლელმა, მაქს ფერსტაპენმა იაპონიის გრანპრი მოიგო და ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

"ეს დაუჯერებელია. ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები მაქვს. მიმაჩნია, რომ ბრწყინვალე წელი გვქონდა, ასეთს ვერც წარმოვიდგენდი. გასული სეზონის დაძაბული დასასრულის შემდეგ, წელს ძალიან მაგარი მანქანა გვყავდა და გამარჯვებაც მოვიპოვეთ. ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ვინც ჩვენს ტრიუმფში წვლილი შეიტანა" - განაცხადა ჩემპიონმა.

წინა სეზონის ბევრისთვის სკანდალურად მოგების შემდეგ, 25 წლის სპორტსმენმა 2022/23 წლების სეზონში 12 რბოლა მოიგო და მეორე ადგილოსან - შარლ ლეკლერს 113 ქულიანი უპირატესობით აჯობა.

ერთ სეზონში მოგებული რეკორდი ლეგენდარულ, მიხაილ შუმახერსა და სებასტიან ფეტელს ეკუთვნით ( 13 მოგება). მაქსს კი დარჩენილ 4 რბოლაში 1 მოგება სჭირდება, რათა რეკორდი გაიმეორეს, ორი გამარჯვების შემთხვევაში კი ახალ რეკორდს დაამყარებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.