"ეს ნიშნავს, რომ აქ ფეხბურთი არ აინტერესებთ" - ქეცბაია კვიპროსელ ქომაგებზე ნაწყენია » სპორტის ხაზი

"ეს ნიშნავს, რომ აქ ფეხბურთი არ აინტერესებთ" - ქეცბაია კვიპროსელ ქომაგებზე ნაწყენია

"ეს ნიშნავს, რომ აქ ფეხბურთი არ აინტერესებთ" - ქეცბაია კვიპროსელ ქომაგებზე ნაწყენია
18-06-2023, 01:34
Aa Aa
გაზიარება:

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად კვიპროს დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში მეტოქე 1:2 დაამარცხა.

მოგეხსენებათ, ამჟამად კვიპროსის მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი, თემურ ქეცბაიაა - საფინალო სასტვენის შემდეგ ქეცბაია ჯერ სანიოლის, შემდეგ კი ქართველ ფეხბურთელებს გადაეხვია და დაემშვიდობა.

ხსენებული მატჩი აეკ არენაზე გაიმართა, რომელიც 8,058 გულშემატკივარს იტევს, მიუხედავად ამისა, დღევანდელ შეხვედრაში სტადიონი არ გავსებულა, რაზეც მოგვიანებით თემურ ქეცბაიამაც ისაუბრა.

"გული მწყდება იმაზე, რომ ბევრი კვიპროსელი სახლში დარჩა და საბოლოოდ ტრიბუნები არ გაივსო, საწყენია, რომ საქართველოდან უფრო მეტი ქომაგი იყო ჩამოსული, ვიდრე აქაურები.

ეს ნიშნავს, რომ აქ ფეხბურთი არ აინტერესებთ და იმედია, რომ ეს მიდგომა შეიცვლება
", - განაცხადა ქეცბაიამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი