ფლამარიონი: "ქართველი ცოლი მყავს, საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემი ოცნებაა" » სპორტის ხაზი

ფლამარიონი: "ქართველი ცოლი მყავს, საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემი ოცნებაა"

ფლამარიონი: "ქართველი ცოლი მყავს, საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემი ოცნებაა"
17-06-2023, 16:54
Aa Aa
გაზიარება:

ფეისბუქ გვერდი Matchday დინამო ბათუმის ბრაზილიელი ლეგიონერის, ჯოვინო ფლამარიონს ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც 26 წლის მოთამაშე საქართველოს ნაკრებში თამაშზე საუბრობს.

"ეროვნულ ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, მაშინაც კი, თუ ეს არაა ბრაზილიის ნაკრები. ამაზე მეც ვოცნებობ - საქართველოს მოქალაქე ვარ, ქართველი ცოლი მყავს, შვილი... საქართველო ჩემი მეორე სახლია და ოდესმე ამ ფერების დაცვა დიდი პატივი იქნება. ის, ვინც დაუღალავად შრომობს, დასახულ მიზანს აუცილებლად აღწევს.

დინამო ბათუმი? ბედნიერი ვარ, რომ ამ კლუბის ისტორიის ნაწილი ვარ. მეორე ლიგიდან უმაღლესში ერთად გადავედით, ორი წლის შემდეგ კი კლუბის ისტორიაში პირველი ჩემპიონობა მოვიპოვეთ. ეს არასოდეს დამავიწყდება!
", - განაცხადა ჯოვინომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი