სპონსორი დაკარგეს - კიდევ ერთი ფაქტორი, რაც მამარდაშვილის ვალენსიადან წასვლას აჩქარებს » სპორტის ხაზი

სპონსორი დაკარგეს - კიდევ ერთი ფაქტორი, რაც მამარდაშვილის ვალენსიადან წასვლას აჩქარებს

სპონსორი დაკარგეს - კიდევ ერთი ფაქტორი, რაც მამარდაშვილის ვალენსიადან წასვლას აჩქარებს
17-06-2023, 13:13
Aa Aa
გაზიარება:

ვალენსიამ 2022/2023 წლების ლა ლიგის სეზონში მესტალიაზე მადრიდის რეალის დამარცხება და უმნიშვნელოვანესი ქულების მოპოვება შეძლო, თუმცა ამავე შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის გამო კლუბს არც თუ ისე პატარა საფასურის გადახდა უწევს.

როგორც დაიწერა, ესპანურ კლუბთან სატრანსპორტო კომპანიამ, კერძოდ CAZOO-მ სასპონსორო ხელშეკრულება გაწყვიტა და ქართველი მეკარის გუნდი კიდევ უფრო რთულ ფინანსურ მდგომარეობაში ჩავარდა.

საგულისხმოა, რომ CAZOO ვალენსიასთვის ყოველწლიურად 4 მილიონი ევროს გადახდას აპირებდა, თუმცა ვინისიუსისთვის რასისტული შეურაცხყოფის მიყენების გამო კომპანიამ გადაწყვიტა, რომ კლუბთან დადებული ხელშეკრულება მალევე გაეწყვიტა. სწორედ ამიტომ, ვალენსიამ სპონსორისგან არა 4, არამედ 1 მილიონი ევრო მიიღო.

ამდენად, ეს ინფორმაცია კიდევ უფრო უწყობს ხელს იმას, რომ გიორგი მამარდაშვილმა ვალენსია მალევე დატოვოს, რადგან კლუბს ფინანსების მოგროვება სასწაფოდ სჭირდება, სპონსორის დაკარგვა კი ფეხბურთელების, მათ შორის მამარდაშვილის გაყიდვის პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი