უოლკერი ბაიერნში? - რას წერენ გერმანული გამოცემები შესაძლო ტრანსფერზე » სპორტის ხაზი

უოლკერი ბაიერნში? - რას წერენ გერმანული გამოცემები შესაძლო ტრანსფერზე

უოლკერი ბაიერნში? - რას წერენ გერმანული გამოცემები შესაძლო ტრანსფერზე
16-06-2023, 22:31
Aa Aa
გაზიარება:

მიუნხენის ბაიერნმა მანჩესტერ სიტის მარჯვენა მცველის, კაილ უოკერის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო. გერმანულ მედიაზე დაყრდნობით საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ ისეთი მოლოდინია, რომ ინგლისელი ფეხბურთელი ამ ზაფხულში ბაიერნში გადმოვა.

საქმე იმაშია, რომ 33 წლის უოლკერსა და მანჩესტერ სიტის შორის არსებულ კონტრაქტს ვადა მომდევნო ზაფხულს ეწურება, მხარეები კი ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებენ, სწორედ ამიტომ თუ სიტის უოლკერის უფასოდ გაშვება არ უნდა, მისი გაყიდვა ახლა მოუწევს.

ჯერჯერობით სატრანსფერო თანხა კონკრეტულად არ სახელდება, თუმცა აღსანიშნავია, რომ გერმანულ გამოცემა Transfermarkt-ს უოლკერი მხოლოდ 15 მილიონ ევროდ ჰყავს შეფასებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი