ოფიციალურად: გაგი მარგველაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა » სპორტის ხაზი

ოფიციალურად: გაგი მარგველაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

ოფიციალურად: გაგი მარგველაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
16-06-2023, 18:24
Aa Aa
გაზიარება:

დინამო თბილისმა გაგი მარგველაშვილი დაიმატა, ქართველი ცენტრალური მცველი თბილისურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გაფორმდა.

გაგი მარგველაშვილის ბოლო კლუბი ჩრდილოეთ მაკედონიური შკუპი გახლდათ, სადაც გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა. შკუპის გარდა, სხვადასხვა დროს მარგველაშვილს თბილისის საბურთალოსა და ბათუმის დინამოში უთამაშია. იგი საქართველოს ორ გზის ჩემპიონი და ერთგზის თასის მფლობელია.

რაც შეეხება მარგველაშვილის სანაკრებო კარიერას, ცენტრალურ მცველს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უასპარეზია.

წყარო: fcdinamo.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი