"შეთავაზება ჯერ არ ჩანს, მაგრამ ინტერესი დანამდვილებით არსებობს" - MARCA მამარდაშვილის ტრანსფერზე » სპორტის ხაზი

"შეთავაზება ჯერ არ ჩანს, მაგრამ ინტერესი დანამდვილებით არსებობს" - MARCA მამარდაშვილის ტრანსფერზე

"შეთავაზება ჯერ არ ჩანს, მაგრამ ინტერესი დანამდვილებით არსებობს" - MARCA მამარდაშვილის ტრანსფერზე
15-06-2023, 15:34
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვალენსიას მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მსოფლიოს წამყვან კლუბებთან დაკავშირების ფაქტს ეხმაურება საკმაოდ ცნობილი და გავლენიანი ესპანური გამოცემა, კერძოდ Marca, რომელიც წერს, რომ ქართველისადმი ინტერესი დანამდვილებით არსებობს:

"გიორგი მამარდაშვილით ისეთი კლუბები ინტერესდებიან, როგორებიც მანჩესტერ იუნაიტედი, ლონდონის ჩელსი, ბარნლი, ტოტენჰემი და ბრაიტონი არიან. საგულისხმოა, რომ ქართველი მეკარისადმი ყურადღებას ყველაზე მეტად ინგლისური გუნდები იჩენენ, რომლებიც მამარდაშვილს საკმაოდ დიდი ხანია აკვირდებიან."

"მიუხედავად მათი ინტერესისა, გიორგი მამარდაშვილსა და მის აგენტს, ლევან სეთურიძეს ჯერ ოფიციალური წინადადება არ მიუღიათ."
- წერს ესპანური გამოცემა

ჩვენი მხრივ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აღნიშნულ შეთავაზებას ქართველი მეკარე და მისი წარმომადგენლები ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს მიიღებენ, რადგან გიორგის რეპუტაცია 2022/2023 წლების სეზონში ძალიან სწრაფად გაიზარდა. ამას ემატება ის, რომ ვალენსია ფინანსურ კრიზისშია და ფეხბურთელების გაყიდვა სჭირდება, ყველაზე დიდი შემოსავლის მიღება კი სწორედ მამარდას გასხვისებისგანაა შესაძლებელი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი