"თუ ჩელსი მენდის გაყიდის, მაშინ მამარდაშვილი.." - ნახეთ რა იწერება გიორგის შესახებ » სპორტის ხაზი

"თუ ჩელსი მენდის გაყიდის, მაშინ მამარდაშვილი.." - ნახეთ რა იწერება გიორგის შესახებ

"თუ ჩელსი მენდის გაყიდის, მაშინ მამარდაშვილი.." -  ნახეთ რა იწერება გიორგის შესახებ
12-06-2023, 16:26
Aa Aa
გაზიარება:

უკვე ყველაფერს ისეთი პირი უჩანს, რომ გიორგი მამარდაშვილმა ვალენსია 2023/2024 წლების სეზონის დაწყებამდე უნდა დატოვოს, მიზეზი კი ისაა, რომ "ღამურებს" კლუბში ფინანსური გარღვევა აქვთ, რაც სატრანსფერო პოლიტიკით უნდა დასტაბილურდეს.

ცხადია, საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის დარაჯს არაერთი მსურველი ჰყავს, მათ შორის ლონდონის ჩელსი, რომლის წარმომადგენლებიც მამარდაშვილს ლა ლიგის უკანასკნელ ტურში უშუალოდ ტრიბუნებიდან აკვირდებოდნენ.

აი, რა იწერება გიორგისა და ლონდონური კლუბის ურთიერთკავშირის შესახებ უცხოურ მედიაში:

"ქართველი მეკარე ამ სეზონში შესანიშნავი იყო და მისი ძალიან დიდი დამსახურებაა ის, რომ ვალენსია ლა ლიგიდან არ გავარდა. გიორგი მამარდაშვილი არის მეკარე, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის სტანდარტების დაკმაყოფილება შეუძლია. სწორედ ამიტომ, ის იაფი ნამდვილად არ ეღირება, თუმცა ის ისეთივე კარგია, როგორც ანდრე ონანა და მაიკ მენიო."

"ლონდონის ჩელსიში გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი ამავე კლუბის ამჟამინდელ მეკარეზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში თუ ჩელსის მესვეურები ედუარდ მენდის მსურველებს მოუნახავენ, მაშინ ინგლისელები სატრანსფერო ბაზარზე ბოლომდე გიორგის შეძენაზე დახარჯავენ ძალისხმევას."
- დაწერა Yardbaker-მა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი