"ბერნარდო სილვამ თავის მომავალთან დაკავშირებით თქვა, რომ.." - ფაბრიციო რომანო » სპორტის ხაზი

"ბერნარდო სილვამ თავის მომავალთან დაკავშირებით თქვა, რომ.." - ფაბრიციო რომანო

"ბერნარდო სილვამ თავის მომავალთან დაკავშირებით თქვა, რომ.." - ფაბრიციო რომანო
11-06-2023, 15:29
Aa Aa
გაზიარება:

მანჩესტერ სიტის პორტუგალიელი ნახევარმცველისთვის, ბერნარდო სილვასთვის 2022/2023 წლების სეზონი საოცრად წარმატებული გამოდგა, მან თავის კლუბთან ერთად ტრებლი მოიგო, ამაში კი თავად უდიდესი წვლილი შეიტანა.

ცხადია, ბერნარდოს გადაბირება მისი პროდუქტიულობის გამო არაერთ ცნობილ კლუბს სურს, მათ შორის პარი სენ-ჟერმენს, რომელიც სილვას ლეო მესის შემცვლელად მოიაზრებს.

აღსანიშნავია, რომ ფაბრიციო რომანომ თავის გვერდზე სწორედ ბერნარდოს სიტყვები გამოაქვეყნა, რომლიდანაც ვიგებთ, რომ პორტუგალიელს ჯერ გადაწყვეტილი და დაგეგმილი საერთოდ არაფერი აქვს:

"ჩემი მომავალი? - სიმართლე გითხრათ, საერთოდ არაფერი ვიცი. ჩვენ ვაპირებთ დაველოდოთ მომდევნო კვირასა და თვეებში განვითარებულ მოვლენებს, შემდეგ კი გადაწყვეტილებას მივიღებთ. ახლა უბრალოდ მსურს, რომ მოპოვებული ტიტულით და განცდილი წუთებით სიამოვნება მივიღო."
- თქვა სილვამ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.