გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერით ლა ლიგაში სევილია დაინტერესდა » სპორტის ხაზი

გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერით ლა ლიგაში სევილია დაინტერესდა

გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერით ლა ლიგაში სევილია დაინტერესდა
10-06-2023, 12:15
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ ესპანურმა Eldesmarque-მ დაწერა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვალენსიას კარის დარაჯით, გიორგი მამარდაშვილით ლა ლიგაში ვილიარეალთან და მადრიდის ატლეტიკოსთან ერთად სევილიაც ინტერესდება:

"საკმაოდ დიდი შანსია იმისა, რომ სევილია ზაფხულში მისმა პირველმა მეკარემ იასინ ბონომ დატოვოს. იმ შემთხვევაში თუ მოროკოელი ფეხბურთელი ახალ კლუბში მართლა გადავა, მაშინ სევილია გიორგი მამარდაშვილის მიმართულებით უმალვე გააქტიურდება. საგულისხმოა, რომ ჯერჯერობით მკაფიო წინადადება არ ყოფილა, თუმცა ანდალუსიელებს ქართველის მიმართ ინტერესი დანამდვილებით აქვთ."

"გიორგი მამარდაშვილი ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ერთ-ერთი ყველაზე ცხელი და მოთხოვნადი ფეხბურთელი იქნება. შესაბამისად, ევროპა ლიგის მოქმედ გამარჯვებულებს მისი ხელიდან გაშვება არ სურთ."
- წერს გამოცემა

შეგახსენებთ, რომ მამარდას მიმართ ინტერესი ინგლისიდანაცაა, მისით ვულვზი, ლესტერი, ტოტენჰემი და ასტონ ვილა ინტერესდებიან. გარდა ამისა, იწერებოდა ლონდონის ჩელსის შესახებაც.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი