ჯოვინო ფლამარიონს დინამოს დატოვება უნდა - გეგუჩაძის გუნდი ტრანსფერის წინააღმდეგია » სპორტის ხაზი

ჯოვინო ფლამარიონს დინამოს დატოვება უნდა - გეგუჩაძის გუნდი ტრანსფერის წინააღმდეგია

ჯოვინო ფლამარიონს დინამოს დატოვება უნდა - გეგუჩაძის გუნდი ტრანსფერის წინააღმდეგია
9-06-2023, 23:06
Aa Aa
გაზიარება:

ებრაული ბნეი სახნინი ჯოვინო ფლამარიონის ტრანსფერის თაობაზე ბათუმის დინამოსთან აწარმოებს მოლაპარაკებას - ინფორმაციას ამის თაობაზე ებრაული გამოცემა Sport 5 ავრცელებს.

წყაროს მტკიცებით, ბრაზილიელ ფორვარდს ისრაელში წასვლის სურვილი აქვს, თუმცა ბათუმის დინამო ტრანსფერის წინააღდეგია, ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ებრაული მხარე ფეხბურთელის სანაცვლოდ მცირე თანხას იხდის - მხარეებს შორის მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.

ცნობისთვის, ჯოვინო ფლამარიონსა და ბათუმის დინამოს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2023 წლის 31 დეკემბერს გასდის და თუ გეგუჩაძის კლუბი ფეხბურთელს მანამდე არ გაყიდის, ან კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს, მისი უფასოდ გაშვება მოუწევს.

მიმდინარე სეზონში 26 წლის ბრაზილიელი ლეგიონერი ეროვნული ლიგის ერთპიროვნული ლიდერი 18 მატჩში გატანილი 13 გოლითაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი