მილანიდან ნაპოლიში - ფედერიკო მასარა კრისტიანო ჯუნტოლის შეცვლის? » სპორტის ხაზი

მილანიდან ნაპოლიში - ფედერიკო მასარა კრისტიანო ჯუნტოლის შეცვლის?

მილანიდან ნაპოლიში - ფედერიკო მასარა კრისტიანო ჯუნტოლის შეცვლის?
8-06-2023, 16:39
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მილანის ხელმძღვანელობამ კლუბიდან პაოლო მალდინი ფედერიკო მასარასთან ერთად დაითხოვა.

აღსანიშნავია, რომ მასარა მილანური კლუბის სპორტულ დირექტორად მუშაობდა, მაგრამ, როგორც ჩანს, როსონერიში მისი შედეგებით კმაყოფილები სულაც არ იყვნენ.

თავის მხრივ, ფედერიკო მასარას გათავისუფლების საკითხს ეხმაურება Corriere del Mezzogiorno, რომელიც წერს, რომ აურელიო დე ლაურენტისი კრისტიანო ჯუნტოლის ჩამნაცვლებელს სწორედ მასარაში ხედავს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბოლო პერიოდში ჯუნტოლის ტურინის იუვენტუსს აქტიურად უკავშირებენ. იწერება ისიც, რომ კრისტიანოს "ბებერი ქალბატონის" წარმომადგენლებთან შეთანხმებაც კი აქვს უკვე მიღწეული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი