მამარდაშვილი ესპანეთში დააჯილდოვეს - რა პრიზი მიიღო ქართველმა მეკარემ? » სპორტის ხაზი

მამარდაშვილი ესპანეთში დააჯილდოვეს - რა პრიზი მიიღო ქართველმა მეკარემ?

მამარდაშვილი ესპანეთში დააჯილდოვეს - რა პრიზი მიიღო ქართველმა მეკარემ?
6-06-2023, 13:29
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მამარდაშვილი გამოკითხვის მიხედვით ვალენსიას წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და Trofeo Jugador 99.9 Plaza Radio-ს პრიზი გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ხმის მიცემის პროცესი ესპანეთში მთელი სეზონის განმავლობაში მიმდინარეობდა, გიორგიმ კი ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

99.9 Radio Plaza ამ გამოკითხვას სულ რაღაც მესამე წელია ატარებს, წინა ორი სეზონის გამარჯვებული კი გონსალო გედეში გახდა, რომელიც ახლა ვულვერჰემპტონის ფეხბურთელია, თუმცა იჯარით სამშობლოში, კერძოდ ბენფიკაში თამაშობს. სხვათაშორის, წინა სეზონში გონსალოს მთავარი კონკურენტი სწორედ ქართველი მეკარე იყო, რომელიც საბოლოოდ მეორე პოზიციას დასჯერდა.

გიორგი მამარდაშვილის შემდეგ ხმების უმრავლესობა ბრაზილიელმა სამუელ ლინომ მიიღო, რომელიც ვალენსიაში ატლეტიკოდანაა განათხოვრებული. რაც შეეხება მესამე ადგილს, ის ხავი გერამ დაიკავა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ გიორგი მამარდაშვილმა მიღებულ ჯილდოსთან დაკავშირებით კომენტარი უკვე გააკეთა და თქვა, რომ მისთვის მსგავსი პრიზის მოგება კიდევ უფრო ფასეული და ღირებულია, რადგან ის გულშემატკივრების ხმათა უმრავლესობამ განაპირობა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი