მილანი ნაპოლის ფეხბურთელს ართმევს | დაიჩი კამადა როსონერის უახლოვდება » სპორტის ხაზი

მილანი ნაპოლის ფეხბურთელს ართმევს | დაიჩი კამადა როსონერის უახლოვდება

მილანი ნაპოლის ფეხბურთელს ართმევს | დაიჩი კამადა როსონერის უახლოვდება
3-06-2023, 13:35
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ნაპოლი სატრანსფერო ფანჯრის გაღებამდე საკმაოდ აქტიურია და ახალი სეზონისთვის შემადგენლობის მოძლიერებასა და კვალიფიციური მოთამაშეების დამატებას გეგმავს.

ბოლო პერიოდში ხშირად იწერებოდა ფრანკფურტის აინტრახტის იაპონელ ფეხბურთელზე, დაიჩი კამადაზე, რომელსაც ნაპოლის უკავშირებდნენ, თუმცა სატრანსფერო საქმის დახურვას არა ნაპოლი, არამედ მილანი ცდილობს, ამის შესახებ ფაბრიციო რომანომ დაწერა:

"მილანს დაიჩი კამადას სამედიცინო შემოწმების თარიღი ოფიციალურად ჯერ არ ჩაუნიშნავს. მილანი ამას შემდეგი კვირის დასაწყისისთვის აპირებდა, თუმცა სანამ დაიჩი კონტრაქტს ხელს არ მოაწერს, იქამდე გარანტირებული არაფერი არ იქნება."

"ამ მომენტისთვის იაპონელსა და იტალიელებს შორის შეთანხმება მხოლოდ სიტყვიერ დონეზეა შემდგარი, მილანი კი ჯერჯერობით კვლავ იცდის."
- წერს ფაბრიციო რომანო


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი