ისევ რასიზმს აბრალებენ - ნახეთ რას წერენ ნიგერიელი ფანები კვარას საუკეთესოობაზე » სპორტის ხაზი

ისევ რასიზმს აბრალებენ - ნახეთ რას წერენ ნიგერიელი ფანები კვარას საუკეთესოობაზე

ისევ რასიზმს აბრალებენ - ნახეთ რას წერენ ნიგერიელი ფანები კვარას საუკეთესოობაზე
2-06-2023, 22:12
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩას სერია A-ში მოპოვებული MVP-ის ტიტულს ეხმაურებიან ნიგერიელი ფანები, რომელთა აზრითაც ვიქტორ ოსიმენი რასიზმის გამო დაიჩაგრა:

"ყველა ამბობს, რომ ლა ლიგაში რასიზმის პრობლემაა, სინამდვილეში კი სერია A-შიც ანალოგიური ხდება"

"ოსიმენი აფრიკელია და საუკეთესოს ჯილდოს მხოლოდ ამიტომ არ აძლევთ"

"ეს არის თქვენი სოლიდარობა ნიჭისადმი? ვიქტორის გარეშე ნაპოლი ჯოჯოხეთში იქნებოდა"

"წინასწარ ვიცოდი, რომ გადაწყვეტილებას რასისტები მიიღებდნენ, ძალიან მოსაწყენები ხართ"

"ღირსები არ ხართ, რომ ოსიმენმა თავისი თამაშით სახელი თქვენს ლიგას გაუზარდოს"

"დარწმუნებული ვარ, რომ ოსიმენი არც კი განუხილავთ, სამარცხვინოებო"

"სანამ მსოფლიოში რასისტულად იმსჯელებენ, ომები იქამდე იქნება"

"მთელი ნიგერია დაგცინით, რასისტების ქვეყანა ხართ"

"საუკეთესო ბომბარდირი გახდა და საუკეთესო ვერა? იმიტომ ხომ არა, რომ აფრიკელია?"

"ევროპა მხარს ევროპელს უჭერს, ნიგერიელი არავის გადარდებთ" - წერენ ოსიმენის თანამემამულეები


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი