"პირველივე სეზონში ელიტური ფეხბურთის უდიდეს წევრად გადაიქცა" | ზღაპრული შეფასება კვარას GOAL-ისგან » სპორტის ხაზი

"პირველივე სეზონში ელიტური ფეხბურთის უდიდეს წევრად გადაიქცა" | ზღაპრული შეფასება კვარას GOAL-ისგან

"პირველივე სეზონში ელიტური ფეხბურთის უდიდეს წევრად გადაიქცა" | ზღაპრული შეფასება კვარას GOAL-ისგან
2-06-2023, 21:48
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას იტალიის ჩემპიონატში წლის საუკეთესოდ დასახელებას ეხმაურება ცნობილი გამოცემა სახელად GOAL, რომელიც ქართველი ფეხბურთელის პირველ სეზონს საოცარი სიტყვებით აფასებს:

"ის სერია A-ს პირველივე სეზონში საუკეთესოდ აღიარეს, რაც მისთვის დიდებული მიღწევაა. ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში უცნობი ქვეყნიდან ჩავიდა და ძნელად გამოსათქმელმა ბიჭმა მთელი ჩემპიონატი შოკში ჩააგდო. მან თავისი გენიალური თვისებებით ნაპოლის სკუდეტოსკენ გზა გაუკვალა და ყველა თავის კოლეგას ერთიორად აჯობა."

"ეს ბიჭი პირველივე სეზონში ელიტური ფეხბურთის უდიდეს წევრად გადაიქცა, თანაც ამის გაკეთება საერთაშორისო დონეზეც მოასწრო. ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო გათამაშებაში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და საკუთარი სახელი კიდევ უფრო მოიხვეჭა."

"ხვიჩა კვარაცხელიამ 14 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, მაშინ მარტივი მისახვედრი იქნება, რომ ეს ბიჭი ნაპოლის მთელი სეზონი წინ მიუძღოდა. მისი მრავალფეროვანი სათამაშო სტილი და აგრესიული დამოკიდებულება MVP-ის ტიტულის მომტანი გახდა, რაც სავსებით დამსახურებულია."
- დაწერა უცხოურმა გამოცემამ

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მოიგო!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი