სლუცკი დინამო მოსკოვში - კვარაცხელიას ყოფილი დამრიგებელი ორ ქართველს გაწვრთნის? » სპორტის ხაზი

სლუცკი დინამო მოსკოვში - კვარაცხელიას ყოფილი დამრიგებელი ორ ქართველს გაწვრთნის?

სლუცკი დინამო მოსკოვში - კვარაცხელიას ყოფილი დამრიგებელი ორ ქართველს გაწვრთნის?
1-06-2023, 15:18
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა დამრიგებელმა, ლეონიდ სლუცკიმ შესაძლოა, რომ დინამო მოსკოვი ჩაიბაროს და ორი ქართველი, ლუკა გაგნიძე და საბა საზონოვი გაწვრთნას, რის შესახებაც ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.

მიღებული წყაროს ინფორმაციით, დინამო მოსკოვის ხელმძღვანელთა ფავორიტი კანდიდატი სწორედ ლეონიდ სლუცკია, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის რუბინში წვრთნიდა და ქართველი მისი საყვარელი ფეხბურთელი იყო.

აღსანიშნავია, რომ დინამო მოსკოვიდან მთავარი მწვრთნელი სულ ცოტა ხნის წინ დაითხოვეს, მის დროებით შემცვლელად კი პაველ ალტაპოვი დანიშნეს, რომლის გზის გაგრძელებაც დიდი ალბათობით სწორედ კვარას ყოფილ დამრიგებელს მოუწევს.

ცნობისთვის, ლუკა გაგნიძე და საბა საზონოვი დინამო მოსკოვში სტაბილურად თამაშობენ და შესაძლოა, რომ ლეონიდ სლუცკისთან ერთად კიდევ უფრო დიდი გარანტიები მიიღონ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი