როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის "დინამოდან" 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა.
"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ გაიხსენა, თუ როგორ აღმოაჩინეს მან და ჯენარო გატუზომ ქართველი ამომავალი ვარსკვლავი.
"პირველად ის ლოქდაუნის დროს გავიცანით, 19 წლის იყო, თუმცა ორივე ფეხით კარგად შეეძლო თამაში. მეც და ჯენარო გატუზოსაც ხვიჩა ძალიან მოგვეწონა და უმალვე კახა კალაძეს დავუკავშირდით მეტი ინფორმაციის მისაღებად.
"რუბინმა" ქართველის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო მოგვთხოვა, ამიტომ მოლაპარაკებები პირველივე ეტაპზე ჩაიშალა. კვარაცხელიაზე ამხელა ფსონის გაკეთებას ვერ შევძლებდით, მაგრამ ინტერესი არ გამქრალა.
უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, როდესაც ხვიჩამ რუსეთი დატოვა, შეთავაზება გავაკეთეთ და 10 მილიონ ევროზე შევთანხმდით. ტურინის "იუვენტუსი" და "რომა" ასევე დაინტერესებულნი იყვნენ, მაგრამ მათ დავასწარით", - განაცხადა ჯუნტოლიმ.