მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს, სადიო მანე ლივერპულიდან ბაიერნში გადაბარგდა - იგივეს მოლოდინი იყო კრიშტიანო რონალდოს შემთხვევაშიც, თუმცა ტრანსფერი საბოლოოდ არ შედგა.
ამ საკითხზე, ჟურნალისტებმა კომენტარი სადიო მანეს სთხოვეს: "რონალდოს ძალიან სურდა ბაიერნში თამაში და ყველაფერი რეალური იყო, იცოდით ამ ტრანსფერის შესახებ?"
"რონალდოს მალიორკაში სეზონის დაწყებამდე შევხვდი, მაშინ, როდესაც ჩემი ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილი იყო. მან მომილოცა და მითხრა, რომ ბაიერნი დიდი კლუბი იყო და დიდი ნაბიჯი გადავდგი კარიერაში", - განაცხადა მანემ.