ერთ-ერთ სპორტულ პოდკასტს სტუმრობდა მილანის ინტერის ყოფილი ფეხბურთელი, კერძოდ მარკო მატერაცი, რომელმაც ნეაპოლში გადამხდარი ისტორია გაიხსენა.
როგორც იცით, ინტერი და იუვენტუსი ერთმანეთს ისტორიულად მტრობენ, ნეაპოლში ყოფნისას კი მატერაცის ერთ-ერთმა ადგილობრივმა ქომაგმა იუვენტინო უწოდა, რასაც მატერაციმ ასე უპასუხა:
"ამ დღეებში ნეაპოლში ვიმყოფებოდი და მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლის გულშემატკივარი არ ვარ, მათი ჩემპიონობა მაინც ძალიან გამიხარდა, რადგან ასეთი ბედნიერი ქალაქის ყურებას არაფერი სჯობს."
"იქ ერთ-ერთმა ნაპოლის მხარდამჭერმა რატომღაც იუვენტინო მიწოდა, რაც ძალიან არ მესიამოვნა. სიმართლე გითხრათ, მერჩივნა, რომ ჩემთვის ბო*ისშვილი დაეძახებინათ და არა იუვენტინო." - თქვა მატერაციმ