ESPN-ის ვერსიით | ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სიმბოლურ გუნდში ნაპოლის 4 თანაგუნდელთან ერთად მოხვდა! » სპორტის ხაზი

ESPN-ის ვერსიით | ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სიმბოლურ გუნდში ნაპოლის 4 თანაგუნდელთან ერთად მოხვდა!

ESPN-ის ვერსიით | ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სიმბოლურ გუნდში ნაპოლის 4 თანაგუნდელთან ერთად მოხვდა!
1-06-2023, 16:23
Aa Aa
გაზიარება:

ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ, კერძოდ ESPN-მა იტალიის ჩემპიონატის წლის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, სადაც მათ ჩემპიონი გუნდიდან 5 მოთამაშე შეიყვანეს, აქედან ერთ-ერთი კი, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიაა:

"სერია A-ს საუკეთესო თერთმეტეული სავსეა ნაპოლის მოთამაშეებით: ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, სტანისლავ ლობოტკა, კიმ მინ-ჯე და ჯოვანი დი ლორენცო XI-ში არიან, ალექს მერეტსა და ადრე-ფრანკ ზამბო ანგისას აქ მოხვედრის კარგი შანსი ჰქონდათ, თუმცა ოდნავ არ გაუმართლათ და ადგილი დაკარგეს."

საგულისხმოა, რომ გამოცემა ცალკე გამოარჩევს ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებას, რომელიც არა იტალიის, არამედ ევროპის ნამდვილი აღმოჩენა იყო:

"ხვიჩა კვარაცხელია ევროპული ფეხბურთის გაბრწყინება იყო. მან სერია A-ში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი მიითვალა, მისი მილიონჯერ განხორციელებული წარმატებული დრიბლინგი კი კლუბისთვის სკუდეტოს მომტანი გახდა." - წერს ESPN

იხილეთ სრული გუნდი

მეკარე - ივან პროვედელი (ლაციო)

მცველები - ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), კიმ მინ-ჯე (ნაპოლი), ლუკას მარტინეს კუარტა (ფიორენტინა), კარლოს აუგუსტო (მონცა)

ნახევარმცველები - რაფაელ ლეაო (მილანი), სტანისლავ ლობოტკა (ნაპოლი), ნიკოლო ბარელა (ინტერი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)

თავდამსხმელები - ლაუტარო მარტინესი (ინტერი), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი