"მან ნაპოლისთან ერთად წარმოუდგენელი სეზონი გამართა" - საზონოვი ხვიჩას აქებს » სპორტის ხაზი

"მან ნაპოლისთან ერთად წარმოუდგენელი სეზონი გამართა" - საზონოვი ხვიჩას აქებს

"მან ნაპოლისთან ერთად წარმოუდგენელი სეზონი გამართა" - საზონოვი ხვიჩას აქებს
30-05-2023, 11:34
Aa Aa
გაზიარება:

მოსკოვის დინამოსა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა საბა საზონოვმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გააკეთა და თანამემამულე საჯაროდ შეაქო:

"ხვიჩამ ნაპოლიში პირველივე სეზონში წარმოუდგენლად ითამაშა. ის უბრალოდ ჩავიდა იტალიაში და გუნდს ჩემპიონობა მოუტანა. ნაპოლი ამ მომენტს 30 წელი ელოდა, კვარაცხელიამ კი ნაპოლის ფანებს ნატვრა უმალვე აუხდინა."

"მას რუსეთის ჩემპიონატიდან ვიცნობ და ვაკვირდები. რა თქმა უნდა, უკვე აქ ვიცოდი, რომ მას გასაოცარი შესაძლებლობები გააჩნდა, თუმცა ამდენს ასე მალე თუ მიაღწევდა ვერც კი წარმოვიდგენდი."

"გარდა იმისა, რომ ხვიჩას დამსახურება სკუდეტოს მოგებაში განუზომელია, მაინც მსურს, რომ მთლიანი გუნდის დამსახურებაც გამოვყო, რომელმაც თავი შესანიშნავად წარმოაჩინა."
- თქვა საზონოვმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი