კამადა მილანს შეუთანხმდა - ნაპოლი სხვა იაპონელებითაც ინტერესდება » სპორტის ხაზი

კამადა მილანს შეუთანხმდა - ნაპოლი სხვა იაპონელებითაც ინტერესდება

კამადა მილანს შეუთანხმდა - ნაპოლი სხვა იაპონელებითაც ინტერესდება
29-05-2023, 16:01
Aa Aa
გაზიარება:

2022/2023 წლების სეზონის დასრულებამდე ნაპოლის სერია A-ში მხოლოდ ერთი მატჩი აქვს გასამართი, აურელიო დე ლაურენტისი კი მომავალი სეზონისთვის მზადებას უკვე იწყებს.

გარდა იმისა, რომ ლუჩანო სპალეტი ნაპოლიდან მიდის, კლუბში სიახლეებია უშუალოდ მოთამაშეების ყიდვა/გაყიდვის მხრივაც. მაგალითისთვის, ნაპოლის ბოლო პერიოდში აინტრახტის დაიჩი კამადას ყიდვა ძალიან სურდა, თუმცა Spazionapoli-მ დაწერა, რომ იაპონელი ფეხბურთელი მილანს უკვე შეუთანხმდა, რაც პარტენოპეის შანსებს ამცირებს მიუხედავად იმისა, რომ დე ლაურენტისს დაიჩის შეძენა ძალიან სურს.

აღსანიშნავია, რომ დაიჩი კამადა ერთადერთი იაპონელი მოთამაშე არაა, რომელიც ნაპოლის პრეზიდენტს ესიმპათიურება. როგორც იწერება, აურელიოს ხედვებში კუბო, დოანი და მიტომაც არიან.

ტაკეფუსო კუბო ამ ეტაპზე ლა ლიგაში, კერძოდ რეალ სოსიედადში თამაშობს, სადაც მან 9 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა. რაც შეეხება რიტსუ დოანს, ის ფრაიბურგის ფეხბურთელია და შიდა ჩემპიონატში 5 გოლს + 4 ასისტი აქვს მითვლილი. ყველასგან გამოსარჩევია კაორუ მიტომა, რომელმაც ბრაიტონთან ერთად შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და 7 გოლს + 5 საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი