"არ ვიცი, თუ რატომ ვერ ითამაშა კვარამ რუსეთში ისე, როგორც ეხლა, ალბათ..." - მასიმო კარერა » სპორტის ხაზი

"არ ვიცი, თუ რატომ ვერ ითამაშა კვარამ რუსეთში ისე, როგორც ეხლა, ალბათ..." - მასიმო კარერა

"არ ვიცი, თუ რატომ ვერ ითამაშა კვარამ რუსეთში ისე, როგორც ეხლა, ალბათ..." - მასიმო კარერა
8-10-2022, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

მასიმო კერერამ, რომელიც ადრე მოსკოვის "სპარტაკს" ედგა სათავეში, მედიასთან მიცემულ ინტერვიუში ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"არ ვიცი, თუ რატომ ვერ ითამაშა კვარამ რუსეთში ისე, როგორც იტალიაში თამაშობს. შეიძლება, ის ახლა მეტად გამოცდილია და საჭირო მოტივაციასაც მიაგნო.

ვფიქრობ, კვარაცხელიას უდიდესი ტალანტი აქვს და თუ ასე გააგრძელებს, მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდება. მას ამისთვის ყველა საჭირო თვისება აქვს. ხვიჩამ უკვე დაამტკიცა, რომ ტოპ-ფეხბურთელია." - თქვა კარერამ.


შეგახსენებთ იმასაც, რომ 21 წლის შემტევის მონაგარი ამ სეზონში - 11 მატჩში 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი