"ამას აღარ მოვითმენთ!", - ფლორენტინო პერესმა ვინისიუსი დაიცვა » სპორტის ხაზი

"ამას აღარ მოვითმენთ!", - ფლორენტინო პერესმა ვინისიუსი დაიცვა

"ამას აღარ მოვითმენთ!", - ფლორენტინო პერესმა ვინისიუსი დაიცვა
23-05-2023, 21:11
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, ლა ლიგის გასულ ტურში, რეალ მადრიდის ბრაზილიელი ვარსკვლავი, ვინისიუს ჟუნიორი ვალენსიას წინააღმდეგ გამართულ მატჩში კვლავს რასიზმის მსხვერპლი გახდა.

აღნიშნულ ინციდენტს სამეფო კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესიც გამოეხმაურა და ვინისიუსი დაიცვა:

"ჩვენი ფეხბურთელების მიმართ რასისტულ შეურაცხყოფას აღარ მოვითმენთ! ჩემპიონატის ხელმძღვანელობამ ამ საკითხთან დაკავშირებით დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეცვალოს - დანაშაულის მსხვერპლი არ უნდა აღიქმებოდეს დამნაშავედ", - განაცხადა პერესმა.

ცნობისთვის, 22 წლის შემტევმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 32 მატჩი ჩაატარა და თავის გამოჩენა 10 გოლითა და ამდენივე საგოლე გადაცემით მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი