მოგეხსენებათ, ლა ლიგის გასულ ტურში, რეალ მადრიდის ბრაზილიელი ვარსკვლავი, ვინისიუს ჟუნიორი ვალენსიას წინააღმდეგ გამართულ მატჩში კვლავს რასიზმის მსხვერპლი გახდა.
შეხვედრის ბოლოსკენ, სამეფო კლუბის ბრაზილიელ ვარსკვლავსა და ღამურების ქართველ კარის დარაჯს შორის სიტუაცია დაიძაბა, რასაც სოციალურ ქსელში დიდი გამოეხმაურება მოჰყვა და ვინისიუსის გულშემატკივრების დიდი ნაწილი გიორგის რასიზმში ადანაშაულებდნენ.
ყოველივე ამაზე ცოტა ხნის წინ, ნაპოლის ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ სოიცალური ქსელის საშუალებით გააკეთა კომენტარი:
"მე და ეს ბიჭი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ერთად ვცხოვრობდით აკადემიაში, სადაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით ფეხბურთში, ჩემზე კარგად ცოტამ იცის თუ რას იზამს ის მეგობრის და თანაგუნდელის დასაცავად და დასახმარებლად. გიორგი დიდი გულის ბიჭი , კარგი ადამიანი და ასეთივე მეკარეა. ის მხოლოდ თანაგუნდელს იცავდა. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის, ვინი შენს გვერდით ვართ და ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ რასიზმს..", - წერს კვარაცხელია.