"მხარი მთელმა მსოფლიომ დამიჭირა " - ნონა გაფრინდაშვილი Netflix-თან მოგებულ სასამართლოზე » სპორტის ხაზი

"მხარი მთელმა მსოფლიომ დამიჭირა " - ნონა გაფრინდაშვილი Netflix-თან მოგებულ სასამართლოზე

"მხარი მთელმა მსოფლიომ დამიჭირა " - ნონა გაფრინდაშვილი Netflix-თან მოგებულ სასამართლოზე
7-10-2022, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-თან მოგებული დავის შესახებ კომენტარი ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში გააკეთა და განაცხადა:

"მე არ მაქვს რამეზე ლაპარაკის უფლება. სამართალი აღდგა. ისინი წამოვიდნენ შეთანხმებაზე, რაც სამართლიანობის აღდგენას ნიშნავს. მთელმა მსოფლიომ დამიჭირა მხარი და ყველა კმაყოფილი იყო, რომ შეთახმება შედგა." - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.


შეგახსენებთ იმასაც, რომ ლეგენდარულმა მოჭადრაკემ Netflix-ს სექტემბერში უჩივლა. მთავარი მიზეზი კი ფილმში ნაჩვენები არასწორია ინფორმაცია გახლდათ.

"ის არის ქალი, რომელსაც კაცი მოჭადრაკის წინაშე არასდროს უასპარეზია" - ეს ფილმში ნაჩვენები ერთ-ერთი მომენტია, რასაც მსოფლიოს აღშფოთება და ამერიკული კომპანიის მიმართ კრიტიკა მოჰყვა. საქმე იმაშია, რომ ფილმში აღწერილი 1968 წლისთვის გაფრინდაშვილს უკვე სულ ცოტა 59 მამაკაცთან ჰქონდა ნათამაშები.

მოგახსენებთ იმასაც, რომ ქართველი მოჭადრაკე ამერიკული კომპანიისგან ანაზღაურების სახით 5 მილიონ დოლარს და სერიალში გაჟღერებული არასწორი ინფორმაციის გამოსწორებას ითხოვს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი