ლივერპულის ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯეიმი კარაგერმა პსჟ-ს ფორვარდზე, კილიან მბაპეზე ისაუბრა და მას სამომავლოდ გუნდის დატოვების რჩევა მისცა.
"მბაპემ გუნდი უნდა დატოვოს, რადგან მიმაჩნია, რომ პსჟ ძალიან შორს არის ჩემპიონთა ლიგის მოგებისგან.
თუ პსჟ იგივე შემადგენლობას შეინარჩუნებს, არ ვფიქრობ, რომ მომავალ სეზონში ყველაფერი უკეთესად იქნება ფრანგული გუნდისთვის. რაც მალე წავა მბაპე მადრიდის რეალში, მით უკეთესი მისთვის", - განაცხადა კარაგერმა.
ცნობისთვის, მბაპეს და პსჟ-ს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2025 წელს გასდის, გერმანულ Transfermarkt-ს კი ფეხბურთელი 180 მილიონ ევროდ ჰყავს შეფასებული.