ანჩელოტი: "იმაზე არ ვფიქრობთ, თუ როგორ უნდა შევაჩეროთ ჰოლანდი" » სპორტის ხაზი

ანჩელოტი: "იმაზე არ ვფიქრობთ, თუ როგორ უნდა შევაჩეროთ ჰოლანდი"

ანჩელოტი: "იმაზე არ ვფიქრობთ, თუ როგორ უნდა შევაჩეროთ ჰოლანდი"
17-05-2023, 18:07
Aa Aa
გაზიარება:

მანჩესტერ სიტისთან განმეორებითი შეხვედრის წინ, რეალ მადრიდის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ქალაქელთა ფორვარდის, ერლინგ ჰოლანდის შეჩერების გზებზე ისაუბრა.

"იმაზე არ ვფიქრობთ, თუ როგორ უნდა შევაჩეროთ ჰოლანდი. მანჩესტერ სიტის სხვა საკმაოდ მაღალი დონის შემსრულებლებიც ჰყავს, მაგალითად დე ბრუინი, გიუნდოგანი და მაჰრეზი.

ჩვენ მხოლოდ გოლის გატანაზე და მატჩის მოგებაზე ვართ ორიენტირებულები, რაც ცხადია საბოლოო ჯამში ძალიან რთული იქნება
", - განაცხადა ანჩელოტიმ.

ცნობისთვის, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება სანტიაგო ბერნაბეუზე 1-1 დამთავრდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.