კახა ჩხეტიანის შემდეგ, ქუთაისის ტორპედოს რიგები სამმა გამორჩეულმა მოთამაშემ: როინ კვასხვაძემ, გიორგი ქიმაძემ და ლევან გეგეჭკრომა დატოვა - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისური კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვგებულობთ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"ქუთაისის “ტორპედო” კლუბთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სამმა ფეხბურთელმა, როინ კვასხვაძემ, გიორგი ქიმაძემ და ლევან გეგეჭკორმა დატოვა.
თითოეულ მათგანს “ტორპედოს” მაისურით არაერთი დაუვიწყარი შეხვედრა აქვს ჩატარებული და გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი.
ვაფასებთ და ყოველთვის დავაფასებთ ქუთაისელთა რიგებში მათ მიერ წლების მანძილზე ჩატარებულ ღირსეულ და შთამბეჭდავ გამოსვლას. “ტორპედო” მადლობას უხდის თითოეულ მათგანს გაწეული შრომისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში", - წერია კლუბის განცხადებაში.