"საქართველოს მსოფლიოს თასზე საუკეთესო შანსები ექნება" - RUGBYRAMA » სპორტის ხაზი

"საქართველოს მსოფლიოს თასზე საუკეთესო შანსები ექნება" - RUGBYRAMA

"საქართველოს მსოფლიოს თასზე საუკეთესო შანსები ექნება" - RUGBYRAMA
17-05-2023, 14:25
Aa Aa
გაზიარება:

რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატი 2023 წლის 8 სექტემბერს დაიწყება და 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ბორჯღალოსნები ამავე ფორუმზე 2003 წლიდან მოყოლებული უცვლელად თამაშობენ, თუმცა ჯგუფური ეტაპი არასდროს დაუძლევიათ.

ჩვენი გუნდის შანსებზე წერს ცნობილი ვეგბვერდი, კერძოდ Rugbyrama, რომლის აზრითაც საქართველოს 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატების მისაღწევად ისტორიაში საუკეთესო შანსები ექნება:

"ევროპული რაგბის ოჯახის წევრი საქართველო მაღალი ტემპებით ვითარდება, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე შესანიშნავი შემადგენლობით გაემგზავრება. საფრანგეთში საქართველოს ახალი თაობა წარმოადგენს, რომელსაც გამოცდილი მერაბ შარიქაძე უკაპიტნებს და ბორჯღალოსნები შეეცდებიან, რომ ჯგუფში 3 შეხვედრა მოიგონ. თავის მხრივ, ეს შედეგი საქართველოსთვის ისტორიული იქნება, რადგან მათ ჯგუფური ეტაპი არასდროს გადაულახავთ, ყველაზე ახლოს კი ამასთან 2015 წელს იყვნენ, როდესაც 2 თამაში მოიგეს."

"2022 წელი საქართველოსთვის ფანტასტიკური გამოდგა, რადგან მათ მოიგეს როგორც რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ისე ტესტებში იტალია და უელსი დაამარცხეს. ახლა დადგა დრო, რომ ბორჯღალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატზეც გაიბრწყინონ და თავიანთი ძალა გრანდებსაც აჩვენონ. მათ ჰყავთ მერაბ შარიქაძე, რომელიც ფიზიკურად საოცრადაა მომზადებული. გარდა ამისა, საქართველოს რიგებშია ქართული რაგბის საგანძური და ნამდვილი ბომბი, დავით ნინიაშვილი, რომლის სისწრაფე და ტექნიკა გულშემატკივრების გაოცებას იწვევს და რომელიც აპრილში მიღებული ტრავმის მოშუშებას დანამდვილებით მოასწრებს."
- წერს ვებგვერდი

ცნობისთვის, საქართველო პირველ შეხვედრას ავსტრალისთან (9 სექტემბერი) გამართავს, რასაც შემდეგ მოჰყვება მატჩები პორტუგალიასთან (23 სექტემბერი), ფიჯისთან (30 სექტემბერი) და უელსთან (7 ოქტომბერი).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი