კლაუდიო მარკიზიო : "კვარაცხელიას არ ვაკნინებ, თუმცა ვფიქრობ, რომ გუნდის წარმატებული თამაშის მთავარი გარანტი სხვა ფეხბურთელია" » სპორტის ხაზი

კლაუდიო მარკიზიო : "კვარაცხელიას არ ვაკნინებ, თუმცა ვფიქრობ, რომ გუნდის წარმატებული თამაშის მთავარი გარანტი სხვა ფეხბურთელია"

კლაუდიო მარკიზიო : "კვარაცხელიას არ ვაკნინებ, თუმცა ვფიქრობ, რომ გუნდის წარმატებული თამაშის მთავარი გარანტი სხვა ფეხბურთელია"
6-10-2022, 21:15
Aa Aa
გაზიარება:

ვეტერანმა იტალიელმა ნახევარმცველმა, კლაუდიო მარკიზიომ "ნაპოლის" კარგ ფორმაზე და ქართველ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა:

"ჯაკომო რასპადორიმ და ხვიჩა კვარაცხელიამ საგრძნობლად მოუმატეს, მათ არ ვაკნინებ, მაგრამ, ჩემი აზრით ნაპოლის წარმატებული თამაშის მთავარი გარანტი პიოტრ ზიელინსკის განვითარება და ნახევარდაცვის შესანიშნავი დუეტია, რომელსაც სტანისლავ ლობოტკა და ფრენკ ზამბო-ანგისა ქმნიან. მათ მნიშვნელოვანი სიღრმე შეიტანეს როგორც შეტევის აგებაში, ასევე დაცვის წარმატებულ თამაშში და გოლების რაოდენობაშიც." - განაცხადა მარკიზიომ.

მოგახსენებთ იმასაც, რომ კლუდიო მარკიზიოს სერია ა 7-ჯერ აქვს მოგებული. ნაკრებში კი სულ 55 შეხვედრა აქვს გამათული, საიდანაც მხოლოდ 5-ჯერ მოახერხა მეტოქის ბადის შერხევა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი