საინტერესო ვარიანტი - ნაპოლი ოსინემის შემცვლელად ჩაკვეტაძის ყოფილ თანაგუნდელს მოიაზრებს? » სპორტის ხაზი

საინტერესო ვარიანტი - ნაპოლი ოსინემის შემცვლელად ჩაკვეტაძის ყოფილ თანაგუნდელს მოიაზრებს?

საინტერესო ვარიანტი - ნაპოლი ოსინემის შემცვლელად ჩაკვეტაძის ყოფილ თანაგუნდელს მოიაზრებს?
13-05-2023, 18:10
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ნაპოლის ვიქტორ ოსიმენის თაობაზე ძალიან ბევრი შემოთავაზება აქვს, განსაკუთრებით კი ინგლისის პრემიერ ლიგიდან.

სწორედ ამიტომ, მოსალოდნელია, რომ აურელიო დე ლაურენტისმა ცდუნებას ვერ გაუძლოს და ნიგერიელი 100-150 მილიონი ევროს ფარგლებში გაყიდოს, მის შემცვლელად კი გიორგი ჩაკვეტაძის ყოფილი თანაგუნდელი (გენტში) ჯონათან დევიდი დაიმატოს.

კანადელი ფეხბურთელი ამ ეტაპზე საფრანგეთის ლიგა 1-ში, კერძოდ ლილის შემადგენლობაში თამაშობს და 2022/2023 წლების სეზონში შიდა ჩემპიონატში 21 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს მითვლილი.

როგორც Transfermarkt-ზე ვხედავთ, ჯონათანის სატრანსფერო ღირებულება ამ მომენტისთვის 60 მილიონი ევროა. შესაბამისად, დე ლაურენტისს შეუძლია, რომ ოსიმენი გაუშვას, დევიდი იყიდოს და დამატებით ნიგერიელის ტრანსფერიდან 100 მილიონ ევრომდე შეინარჩუნოს.

ცნობისთვის, კანადელსა და ჩაკვეტაძეს ერთად 2018-2020 წლებში ბელგიის ჩემპიონატში უთამაშიათ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.