"გაიცანით, ხვიჩა კვარაცხელია - ქართველი მარადონა, რომელმაც ...." - The Sun-ი ქართველს ვრცელ სტატიას უძღვნის » სპორტის ხაზი

"გაიცანით, ხვიჩა კვარაცხელია - ქართველი მარადონა, რომელმაც ...." - The Sun-ი ქართველს ვრცელ სტატიას უძღვნის

"გაიცანით, ხვიჩა კვარაცხელია -  ქართველი მარადონა, რომელმაც ...." - The Sun-ი ქართველს ვრცელ სტატიას უძღვნის
6-10-2022, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას ცნობილი გამოცემა The Sun-ი ვრცელ სტატიას უძღვნის, სადაც მის შესაძლებლობებზე და ლიდერულ თვისებებზე საუბრობს.

"ნაპოლის ქომაგებს არც ისე დიდი ხანი დასჭირდათ, რომ ზაფხულის შენაძენი შეჰყვარებოდათ. ქართველმა ომის გამო მძიმე წელი გადაიტანა, ამის შემდეგ კი იტალიას მიაშურა და სერია A-ს მარჯვენა მცველებისთვის თავის ტკივილად იქცა. მისი სისწრაფისა და ოსტატური თამაშის შემხედვარე, სულაც არაა გასაკვირი, რომ იტალიელი გულშემატკივრები ხვიჩას კვარადონას უწოდებენ, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის პატივსაცემად.

ხვიჩას დებიუტი მშობლიურ კლუბში, თბილისის დინამოში 16 წლის ასაკში შედგა, მაგრამ კარიერა რუსთავში განაგრძო, საიდანაც 2019 წელს იჯარის წესით მოსკოვის ლოკომოტივში გადაბარგდა და რუსეთის თასის გამარჯვებულიც გახდა. იჯარის ამოწურვის შემდეგ, კვარაცხელია რუბინს შეუერთდა და მალევე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

ყაზანელთა რიგებში წარმატებული სეზონის შემდეგ, კვარაცხელია ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა L'Equipe-მა 21-ე საუკუნეში დაბადებულ ფეხბურთელთა საუკეთესო 50 ფეხბურთელში შეიყვანა და გარემარბის სატრანსფერო ფასი 5-ჯერ გაიზარდა. მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, ხვიჩამ რუბინთან კონტრაქტი შეაჩერა და საქართველოში დაბრუნდა. რუსეთის ჩემპიონატში ხვიჩას თამაშებს ევროპული საფეხბურთო გრანდების სკაუტები აკვირდებოდნენ, განსაკუთრებით, ნეაპოლში. საქართველოს ლიგაში ბრწყინვალე თამაშებს კი ამ ინტერესის უფრო გაღრმავება მოჰყვა.

როგორც ჩანს ნეაპოლელები ყველაზე სწრაფები აღმოჩნდნენ, მიუხედავად რამდენიმე გრანდის ინტერესისა. კვარას დამატებას მილანიც განიხილავდა, მაგრამ თავდაპირველად ქართველისთვის ბრძოლაში ტურინის იუვენტუსი ლიდერობდა. ბებერი ქალბატონების სპორტულ დირექტორს, ფაბიო პარატიჩის ტრანსფერის ყველა დეტალი შეთანხმებული ჰქონდა, მაგრამ მოულოდნელად თანამდებობა დატოვა და ყველაფერი შეიცვალა.

საბოლოოდ ქართველი ნაპოლის რიგებს შეუერთდა და ინსიეს წასვლით გამოწვეული წუხილი გულშემატკივრებს გაუქარწყლა. ხვიჩა ყველა მატჩში პროდუქტიულია და თითქმის ყველა შეხვედრაში ახერხებს საგოლე მომენტის შექმნას.

მის ანგარიშზე სერია ა-ში 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. ჩემპიონთა ლიგაზე კი ქართველმა პირველი ჩემპიონთა ლიგური გოლის გატანაც მოახერხა და გუნდს მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებაში დაეხმარა."

"გაიცანით, ხვიჩა კვარაცხელია -  ქართველი მარადონა, რომელმაც ...." - The Sun-ი ქართველს ვრცელ სტატიას უძღვნის



კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი